logo
ENG



წერეთელი დეგნანს: აშშ-ის საელჩოში მოხდა ანგარიშსწორება, გაასაჯაროვეთ მომხდარის კადრები

30 ივნ 202221:25
3 წუთის საკითხავი
clock 954
2022/06/30/3lc0e4skunrtq6a.jpg

ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და მოუწოდებს აშშ-ის საელჩომ დღეს გამართული შეხვედრის კადრები გაასაჯაროოს. მანამდე ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საელჩოში ოფიციალურ მიღებაზე ტელეკომპანიის მფლობელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ.

"მივმართავ კელი დეგნანს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ჩემს მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატი ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი. არ მაინტერესებს, რომ ეს არის ქართული ოცნების დეპუტატები, გაასაჯაროვეთ ყველა კადრები. 200-მდე კამერა იქნებოდა მანდ და დღესვე გაასაჯაროვეთ", - თქვა წერეთელმა ტვ პირველის ეთერში.


close დახურვა