logo
ENG



ფოთში 3 ივლისის აქციის საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს ოცნების პარტაქტივი დაახვედრეს

01 ივლ 202212:49
3 წუთის საკითხავი
clock 677
ფოთში 3 ივლისის აქციის საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს ოცნების პარტაქტივი დაახვედრეს

ფოთში პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადეს.

3 ივლისის აქციასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოქალაქეებს გიგი უგულავა და ლევან თარხნიშვილი აწვდიდნენ, რა დროსაც მათთან ფოთის საკრებულოს წევრები მივიდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო ქართული ოცნების პარტაქტივი.

"სრულიად დაკარგეს სახეხ და ამას ვხედავთ უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებით მწვავედ. საზოგადოებამ აბსოლუტურად გააცნობიერა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი, სიცხადეა სრული და წლის ბოლოს ეს ხელისუფლება აღარ იქნება და ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ასეთია ქართველი ხალხის ნება და ამას ვერავინ დაუდგება წინ"- თქვა უგულავამ.

ქართულმა ოცნებამ პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიაში ხელის შესაშლელად პარტაქტივი გაააქტიურა.

რეგიონებში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს, უკვე მესამე დღეა, აგრესიული ჯგუფები ხვდებიან.

საინფორმაციო კამპანიის ჩასაშლელად მმართველმა პარტიამ გუშინ პარტაქტივი სტუდენტებსაც დაახვედრა.


close დახურვა