logo
ENG



კობახიძე: დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი

01 ივლ 202217:11
3 წუთის საკითხავი
clock 1240
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტის, პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

კობახიძის თქმით, ამ გუნდის წევრი იქნება ყველა საპარლამენტო პარტია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები.

„დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი. ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და წარმოადგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ“ - განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, ამ ანგარიშში პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ რეკომენდაციები აისახება.

პარტიის თავმჯდომარის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე.

კობახიძის თქმით, დეპოლარიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და „მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ“.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და მუშაობის კოორდინაციას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე.


close დახურვა