ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს წარადგინა, უკვე გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში. სამადაშვილს მიაჩნია, რომ ეს "უაზრო თამაშია", რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა შეყვეს.
"დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას. 12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მონიტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა. ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს", - წერს სამადაშვილი.
დღეს ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა გააჟღერა.
როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა "გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.