logo
ENG



წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა

02 ივლ 202200:02
3 წუთის საკითხავი
clock 1372

წალენჯიხაში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მაზანდარას დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გ.კ. ფეხშია დაჭრილი. მას ცეცხლსასროლი იარაღი მიყენებული ჭრილობა აღენიშნება  და ის თვითდინებით ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ, ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისში გადაიყვანეს.

რაც შეეხება პირს რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, ის მოქმედი პოლიციელია და ერთ-ერთი ინფორმაციით, ინციდენტში მისი ძმაც მონაწილეობდა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.

უცნობია, შემთხვევის დროს სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თუ არა და გაისროლა  თუ არა სამსახურებრივი იარაღით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 


close დახურვა