logo
ENG



აქციის მონაწილეთა ნაწილი, 3 000 ადამიანი მსვლელობით პარლამენტიდან ოცნების ოფისისკენ გადადის

03 ივლ 202222:22
3 წუთის საკითხავი
 
აქციის მონაწილეთა ნაწილი, 3 000 ადამიანი მსვლელობით პარლამენტიდან ოცნების ოფისისკენ გადადის
ვახო ქარელი/ფორმულა

აქციის მონაწილეთა ნაწილი, 3 000 ადამიანი მსვლელობით პარლამენტიდან ქართული ოცნების ოფისისკენ გადადის.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე თქვა, ეს იქნება პირველი კერა და თუ ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს, ქალაქში მრავალი ასეთი კერა გაჩნდება. მისივე თქმით, ოცნების ოფისთან იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია.

აქციის მონაწილეთა დანარჩენი ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ისინი ხელისუფლებას ვადას დღეს ღამის 12 საათამდე აძლევენ.


close დახურვა