logo
ENG



"აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული" - ესე ეროვნულ გამოცდებზე

04 ივლ 202214:56
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შედგა. 

ტესტი რამდენიმე დავალებისგან შედგება. ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტირებული ესეა, რომელიც მხატვრული ანალიზის დავალებასთან გაერთიანდა. 

არაერთმა აბიტურიენტმა, რომელმაც გამოცდა უკვე ჩააბარა, თქვა, რომ 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი ესეს თემა შემდეგია: 

"აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული". 

აბიტურიენტებს ის ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების, ამაყის მიხედვით უნდა დაეწერათ. 

კიდევ ერთი თემა იყო ასე ფორმულირებული: 

"კარგი საქმე უნდა დაფასდეს, რომ უზნეობამ არ იბატონოს". 

მოგვიანებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა საკითხთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა".

გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ "ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე".

"აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები "ამაყი", რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: „აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული"...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი არაკორექტული შეფასებებისგან. მანამდე კი, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა