logo
ENG



ბულგარეთმა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი გააძევა

04 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock 855
2022/07/04/ec15bg3i1j7w2aw.jpg

ბულგარეთმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და საელჩოს 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. აღსანიშნავია, რომ ეს გაძევებული დიპლომატების ყველაზე დიდი რაოდენობაა, ცივი ომის შემდეგ, როცა დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირის 105 დიპლომატი გააძევა.

ორმა რუსულმა სახელისუფლებო თვითმფრინავმა ბულგარეთ დედაქალაქი სოფია გუშინ დატოვა. ბულგარული მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში ორივე თვითმფრინავის ბორტზე 180-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ბულგარეთმა პრაქტიკულად მინიმუმამდე დაწია რუსეთის საელჩოს მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაადგინეს, რომ ისინი ჯაშუშობით იყვნენ დაკავებული. საელჩოს თანამშრომლებს სოფიადან მოსკოვში გაფრენისას პუტინის გამოსახულებიანი და მხარდამჭერი მაისურები ეცვათ.


close დახურვა