logo
ENG



ბათუმში სახლის ჩამონგრევის საქმეზე ერთს პირს 4, ორს - 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

05 ივლ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე პირი დამნაშავედ სცნო.

მოსამართლემ ბინის მეპატრონეს, ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.

ბრალდების მხარის მტკიცებით, კორპუსის ნგრევა მზიდი კედლის გამოღებამ განაპირობა.

დღევანდელ სხდომას ბრალდებულები არ ესწრებოდნენ. ისინი განაჩენს დისტანციურად გაეცნენ.

2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვი. 


close დახურვა