logo
ENG



ვის შეუძლია აცრა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით

05 ივლ 202214:10
3 წუთის საკითხავი
 
ვის შეუძლია აცრა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბრძანებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება შესაძლებელია გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის. 

კერძოდ:

  • 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს, განსაკუთრებული რეკომენდაცია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებ პირებს;
  • 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ამასთან, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერდოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში - დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
  • სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს.
  • ვაქცინის მეორე ბუსტერდოზის ჩატარება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად.
  • მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერდოზის ჩასატარებლად მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი.
  • ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერდოზით ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. მე-2 ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა. 

ბოლო კვირებში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი. 7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 4.05%-ია. 

კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან. 

ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი. 

აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.


close დახურვა