logo
ENG



ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერეს

05 ივლ 202214:23
3 წუთის საკითხავი
clock 777
2022/07/05/c3f9l4tmvxlb5q3.jpg
(Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images)

ნატოს 30-მა მოკავშირემ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერა, რათა მათ მიეცეთ საშუალება, შეუერთდნენ ბირთვულ შეიარაღებულ ალიანსს. 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ,  ეს ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა .

"ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით, კიდევ უფრო ძლიერები." - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, შვდეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად. 

პროტოკოლი ნიშნავს, რომ ჰელსინკის და სტოკჰოლმს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ NATO-ს შეხვედრებში და ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა დაზვერვაზე, მაგრამ რატიფიკაციამდე, ქვეყნები არ იქნებიან დაცულნი ნატოს თავდაცვის მუხლით, რომლის მიხედვითაც, თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე. რატიფიკაციას, სავარაუდოდ, ერთი წელი დასჭირდება.

"გმადლობთ მხარდაჭერისთვის! ახლა იწყება თითოეული მოკავშირის მიერ რატიფიცირების პროცესი. მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".- წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენ ლინდე Twitter-ზე. 


close დახურვა