logo
ENG



ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ისა და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

06 ივლ 202212:40
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებს შორის მიმდინარეობს.

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაცმოძრაობის წევრებმა ოცნების დეპუტატებს პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის დროს ორგანიზებული თავდასხმის შესახებ გაახსენეს.

3 ივლისის აქციის წინა დღეებში ოზურგეთში პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა არაერთხელ სცადეს. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ქართულ ოცნებას 3 ივლისის პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ხელის შესაშლელად პარტაქტივი გააქტიურებული ჰყავდა.

რეგიონებში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები ხვდებოდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

საინფორმაციო კამპანიის ჩასაშლელად მმართველმა პარტიამ პარტაქტივი სტუდენტებსაც დაახვედრა.


close დახურვა