logo
ENG



73 წლის მოხუცი, სავარაუდოდ, უთოთი აწამეს

13 თებ 202113:47
3 წუთის საკითხავი
 

73 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, უთოთი აწამეს - შემთხვევა ქუთაისში, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელი პირები კაცის სახლში შეიჭრნენ და მის საწამებლად უთო გამოიყენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით.


close დახურვა