logo
ENG



ხოშტარია: აშშ-ის უწყებების თქმით, საქართველოს სანქცირებული ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებენ

11 ივლ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ აშშ-ის ფინანსური დანაშაულის ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საქართველო არის საზღვარო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთის გადასაზიდად.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას საგანგებოდ უნდა მოეთხოვოს ინფორმაცია, რათა "არ დასანქცირდეს პორტი და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები".

ხოშტარიას თქმით, "იმედიც არ არსებობს, რომ საქართველოს მთავრობა რეაგირებას მოახდენს ამ დოკუმენტზე" და ამბობს, რომ ითანამშრომლებს NGO-ებთან, ბიზნესთან და მიმართავს მთავრობას, რომელიც ვალდებული იქნება, აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდოს.

"ამერიკის ფინანსური დანაშაულთა ბრძოლის ქსელმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა, ეს არის უწყებები, რომლებიც ერთობლივად ახდენენ სანქციების მონიტორინგს და კონტროლს გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც ერთის მხრივ საუბრობს იმ შავ ხვრელებზე, რომლებიც უკვე არსებობს სანქციების თავიდან არიდების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, მთელ მსოფლიოს აძლევენ სახელმძღვანელოს, თუ რა გარიგებები, ტრანზაქციები, გადაზიდვები არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არ მოხდეს რუსული სისხლის მანქანის მომარაგება და მინდა აღვნიშნო, აქ ერთად განიხილება რუსეთი და ბელარუსი, როგორც სამიზნე ამ სანქციების.

ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, არის სავაჭრო გზა, კერძოდ საზღვაო სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისთვის. ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია, პირველად, უმაღლეს ოფიციალურ დონეზე ამერიკა საუბრობს, რომ საქართველოს საზღვაო გზა გამოიყენება სანქციების თავიდან არიდების მიზნით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას საგანგებოდ უნდა მოვთხოვოთ ინფორმაცია, იმიტომ რომ, გვაქვს საფრთხე, ქვეყანა, პორტი არ დასანქცირდეს და არ დაზარალდეს ქვეყანა იმის გამო, რასაც აკეთებენ ოლიგარქი და მისი საცეცები.

ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია 22 პუნქტი და მე-16 პუნქტი საუბრობს, რომ აკრძალულია სანქცირებულ პირებთან ბიზნესის წარმოება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ რუს სანქცირებულ პირთან, მიხაილ ფრიდმანთან, რომელიც ფლობს ბორჯომს, საქართველომ გააფორმა კონტრაქტი და დღეს, ფრიდმანი, სანქცირებული ადამიანი 49,9%-ს ფლობს ბორჯომში, რაც ასევე ძალიან საყურადღებოა და ასევე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა.

ყველა ნორმალურ შემთხვევაში მსგავსი დოკუმენტი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების საფუძველი, სახელმწიფო უნდა გამოდიოდეს და როგორც მინიმუმ, 22 დადგენილებას აქვეყნებდეს, თუ როგორ შეასრულებს ამ სანქციების აღსრულებას საკუთარ ქვეყანაში. ამას არათუ არ აკეთებს სახელმწიფო, არამედ იმედიც არ არსებობს, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც პრაქტიკულად დადანაშაულებულია ამ დოკუმენეტში, ამიტომ ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვაპირებთ, 22-ვე პუნქტზე ძალიან მჭიდრო კონტროლი განვახორციელოთ, ყველა იმ ტრანზაქციის თუ გარიგების მიმართულებით, რაც აქ არის ჩამოთვლილი. ამაზე ჩვენ ვითანამშრომლებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მივმართავთ მთავრობას და ისინი ვალდებული არიან, მოგვაწოდონ ინფორმაციას და ვიქნები მოხარული, თუ შევძლებთ ბიზნესთან თანამშრომლობას", - ამბობს ხოშტარია. 


close დახურვა