დეოლიგარქიზაცია ივანიშვილის, სასამართლო რეფორმა - კლანისგან გათავისუფლების გარეშე, - ასე წარმოუდგენია ევროკომისიის 12 პუნქტის მოგვარება ქართულ ოცნებას. საპარლამენტო მუშაობაში ოცნებასთან ერთად, ჩაერთო გახარიას პარტია, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები და გირჩი. ხელისუფლების სხვა ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ გადაგდებების მდიდარი გამოცდილების მქონე ოცნება მხოლოდ პროცესის ილუზიას ქმნის. სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ დღეს მმართველმა პარტიამ სამოქალაქო სექტორი არ მიიწვია
შეხვედრა ცვლილებების პოლიტიკური ნების გარეშე?
11 ივლ 202220:31
3 წუთის საკითხავი