logo
ENG



პოლონეთი-ლიეტუვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს - სასაზღვრო დაცვა

12 ივლ 202200:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/u3lzp287jr1k1ab.jpg

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, პოლონეთი-ლიეტუვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სასაზღვრო დაცვაში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეს ერაყიდან არალეგალურად 15 ადამიანი გადაჰყავდა.

27 წლის კაცი სასაზღვრომ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა. ავტომობილს პოლონური სანომრე ნიშნები ჰქონდა, თუმცა შემოწმების შემდეგ მესაზღვრემ აღმოაჩინა, რომ მანქანაში მყოფი პირების ერთადერთი საბუთი - ლიეტუვის უცხოელთა ცენტრის მოწმობა იყო.

სასაზღვრო დაცვის ცნობით, ყველა ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ერაყის მოქალაქეები შესაბამისი პროცედურების შემდეგ ლიეტუვის მხარეს რეადმისიის ფარგლებში გადასცეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.


close დახურვა