ჩემი განზრახვა იყო, საქართველოში ეს მანიპულაციები შეწყვეტილიყო. როდესაც ძირითადი ფიგურები ქართულ ოცნებაში თავს იკატუნებენ და აჩვენებენ, რომ თითქოს არ ესმით, თუ რა ხდება, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ელიტის დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი. მე ვცდილობდი ამეხსნა, რას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა ხდება მძევალი და პოლიტიკური სისტემა ხდება ერთი პიროვნების მძევალი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს, მისი საკუთარი პირადი მცველები მინისტრებიც კი ხდებიან და ცდილობს ხელში ჩაიგდოს სამართალი, მედია, ყველამ იცის რა არის ქვეყნის ოლიგარქიზაცია. მე ვცდილობდი ამეხსნა, რომ ერთადერთი, რომელიც ქმნის აღნიშნულ პრობლემებს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ ეს არის ერთადერთი პიროვნება და საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია, რაც ნათელი გზავნილია ჩემი მხრიდან.
იუკნევიჩიენე: ოცნებაში თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით დეოლიგარქიზაცია
14 ივლ 202215:02
3 წუთის საკითხავი