logo
ENG



პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

15 ივლ 202216:41
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს ოპოზიციამ მიმართა

ამასთან, დღეს, 18:00 საათზე პრეზიდენტს ბრიფინგი აქვს ჩანიშნული. 

პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილი რიგგარეშე სესიის მოწვევა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ემსჯელათ. სხდომის ჩანიშვნის წინააღმდეგია ქართული ოცნება.

13 ივლისის მიმართვაში, რომელსაც ხელს ენმ, ლელო, რესპუბლიკური პარტია, საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი და დამოუკიდებელი დეპუტატები აწერენ ხელს, აღნიშნულია, რომ სხდომა შემდეგი დღის წესრიგით უნდა წარიმართოს:

  1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92)

  2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71)

  3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96)

  4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106)


close დახურვა