logo
ENG



რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

19 ივლ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/19/j6xmyy3lr71w0s6.jpg

რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც რომანოვი წერს, საქართველოს შსს-მ საზღვარზე თითქმის 6 საათის განმავლობაში გააჩერა, შემდეგ კი უარი უთხრა ქვეყანაში შემოშვებაზე.

"გადმომცეს შესაბამისი დოკუმენტი. დოკუმენტში ჩამოთვლილია უარის ყველა შესაძლო მიზეზი:

  • დოკუმენტების არასრული ნაკრები
  • არასწორი დოკუმენტები საქართველოში
  • პირის ყოფნის საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის
  • პირს არ გადაუხდია ჯარიმა, მას არ აქვს დაზღვევა, მისი ყოფნა არ არის სასურველი საერთაშორისო პოლიტიკის გამო, დაარღვია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ წესები ან აპირებს რომ აღნიშნული წესები დაარღვიოს

თუმცა ეს ყველაფერი ჩემზე არ არის, ვფიქრობ, რომ ჩემი საქართველოში არშეშვება ჩემს რეპორტაჟებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში შემოდგომაზე გადავიღე, როდესაც ხალხი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებზე გადიოდა. მიშა, ერთი ქართველი ოლიგარქისთვის, ყელის მთავარი ძვალია", - წერს ის. 


close დახურვა