logo
ENG



წერეთელი: ოხანაშვილს ვუთხარი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი

19 ივლ 202223:11
3 წუთის საკითხავი
 
წერეთელი: ოხანაშვილს ვუთხარი, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი

"ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეა" - ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სწორედ ეს უთხრა, რის შემდეგაც ქართული ოცნების დეპუტატები მას თავს დაესხნენ.

"მოდიოდა ლექსო ლაშქარავას წლისთავი. მე ვუთხარი მას, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის მეთქი და მართლა, ამ ახალგაზრდა, ძალიან მაგარი ბიჭის სიკვდილი, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ იქცევა და იქცა, მართლა არის ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის კისერზე", - თქვა წერეთელმა ტვ პირველის ეთერში. 

ქართული ოცნების დეპუტატები ტელეკომპანიის მფლობელს თავს 30 ივნისს, საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაესხნენTV პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.

დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი - 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

 

 


close დახურვა