logo
ENG



დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში?

20 ივლ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ტროიკის პირით, საკუთარ თავს მოუწოდებს, გამოჩნდეს და საზოგადოებას აუხსნას, რა სახის შეხვედრები ჰქონდა ამერიკის ელჩთან. ქართული ოცნების რიტორიკას შანტაჟის ელფერი დაჰკრავს. ხელისუფლება საზოგადოებაში განწყობის შექმნას ცდილობს, თითქოს ოლიგარქს ისეთი რამ აქვს სათქმელი, რაც შეერთებულ შტატებს უხერხულობას შეუქმნის. თავად დეგნანმა ყაველაშვილის გამონათქვამები კომენტარის ღირსადაც არ მიიჩნია და "ჭორაობა" უწოდა. 


close დახურვა