logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მისი მეგობარი კი მოკლა [ვიდეო]

21 ივლ 202216:58
3 წუთის საკითხავი
clock 591

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დედის დაჭრასა და მისი ნაცნობი კაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ახალგაზრდა კაცის გარდა საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი პირი, შეუტყობინებლობის ბრალდებით.

უწყებაში ამბობენ, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.

"1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა