logo
ENG



მდინარაძე ჟურნალისტს: უარესი რომ არ თქვა კობახიძემ მიკვირს..კრემლის სასარგებლო იდიოტები ხართ

25 ივლ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტისადმი შეურაცხყოფას ამართლებს.

მდინარაძეს მიაჩნია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა უფრო მწვავე შეურაცხყოფაც დაიმსახურა, რადგან თავად შეურაცხყოფა კობახიძე. მან ჟურნალისტებს "ფსკერი და კრემლის სასარგებლო იდიოტები" უწოდა.

"ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით როგორც ჩანს - ვიღაცამ გიწოდოთ არ ვიცი საშინელება რამ, ღორი რომ გიწოდოთ ვიღაცამ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: "თქვენ ღორი ხართ?" ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?...

მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა... თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა... მე რომ გითხრათ ახლა: "თქვენ ხართ სასარგებლო იდიოტი კრემლის" - ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე...თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით კრემლის სასარგებლო იდიოტები...

მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ... თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ", - განაცხადა მდინარაძემ.

***

მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს - "გულისამრევი" და "სამარცხვინო".


close დახურვა