logo
ENG



ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს

29 ივლ 202211:08
3 წუთის საკითხავი
clock 1293

ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა.

მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით"- ნათქვამია განცხადებაში.

ცხვარიჭამიაში გუშინ, გვიან ღამით 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა. 


close დახურვა