შემზარავი კატასტროფა გუდაურში, - სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციის დროს აფეთქდა. დაზუსტებული ინფორმაციით, ბორტზე 8 პირი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.