logo
ENG



ესტონეთის ხელისუფების გადაწყვეტილებით, საჯარო სივრცეებიდან 400-მდე საბჭოთა მონუმენტს აიღებენ

05 აგვ 202201:58
3 წუთის საკითხავი
clock 729
2022/08/05/szerx7gk7yaqs3y.jpg
საბჭოთა კავშირის T-34 ტანკის მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ესტონეთის ქალავ ნარვაში.

ესტონეთის პრემიერ მინისტრის, კაია კალასის ცნობით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯარო სივრცეებში არსებულ საბჭოთა მონუმენტებს რაც შეიძლება მალე აიღებენ.

კალასის თქმით, ზუსტი თარიღი ცნობილი არაა და ადგილობრივი ხელისუფლებების გეგმებზეა დამოკიდებული.

ესტონეთში დაახლოებით 200-დან 400-მდე კომუნისტური მონუმენტი დგას. პრემიერ მინისტრის თქმით, კერძო მიწებზე არსებული მონუმენტების აღება ამ ტერიტორიების მესაკუთრეებს შეუძლიათ.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაღუპულების გახსენება არანაირად არაა აკრძალული და არც აიკრძალება, მაგრამ ეს სწორ ადგილებში უნდა მოხდეს და ეს სასაფლაოა - ადგილი სადაც ამის გაკეთება ღირსეულად შეიძლება“ - განაცხადა კალასმა.

იმ მონუმენტებს შორის რომელთა აღებაც დაგეგმილია არის ნარვას T-34 ტანკი. კალასის თქმით, ტანკი ამჟამად ქალაქ ნარვას ეკუთვნის და ამჟამინდელი კანონმდებლობა მონუმენტის აღებას ართულებს. თუმცა პრემიერის თქმით „ნათელია, რომ ესტონეთის სახელმწიფომ და ხელისუფლებამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ ამ და სხვა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე მონუმენტებზე“.

კალასის თქმით, ტანკი არაა მემორიალური საგანი და უკრაინაში ხალხს რუსეთი მათ შორის ტანკებით კლავს. პრემიერ მინისტრის თქმით, გარდა ამისა ტანკის მონუმენტი შესაძლოა უკრაინაში ომის ფონზე ესტონეთის მოსახლეობას წარსულის ტრაგედიებს ახსენებდეს.

„ტანკი არის მკვლელობის იარაღი, ეს არაა მემორიალური საგანი და ეს იგივე ტანკები ახლა უკრაინის ქუჩებში კლავენ ხალხს.

მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა არ გაიზარდოს იქ ან სხვაგან. ნათელია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ჩვენს საზოგადოებაში ის ღია ჭრილობები გახსნა, რასაც ეს კომუნისტური მონუმენტები გვახსენებენ“ - განაცხადა კალასმა

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაანემეცმა კი განაცხადა რომ ტანკის აღება ხელისუფლებას თავად შესთავაზა. მისი თქმით მონუმენტის გადაადგილების პროცესში ყველა შესაძლო ინციდენტი გათვალისწინებული იქნება და შიდა უსაფრთხოება და საზოგადოებრივი დაცული იქნება.

 

close დახურვა