logo
ENG



ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა

05 აგვ 202218:40
3 წუთის საკითხავი
clock 692
2022/08/05/fh3o2zi98vuvm3m.jpg

ლატვიამ გაურკვეველი დროით რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვში ლატვიის საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე საელჩო რუსეთის მოქალაქეებისგან ვიზებზე განაცხადებს აღარ მიიღებს. ერთადერთი გამონაკლისი იქნება ლატვიაში ახლობელი ნათესავის დაკრძალვაზე აუცილებელი გამგზავრება.

პირველ აგვისტოს ლატვიამ შეაჩერა შეთანხმება სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ. რიგაში ეს იმით ახსნეს, რომ რუსეთმა დახურა ლატვიის საკონსულო პსკოვში - ეს იყო ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც რუსებზე საზღვრის კვეთის ნებართვას გასცემდა.

28 ივლისს ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სწავლისთვის მოკლევადიანი ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემას.


close დახურვა