logo
ENG



შსს-მ კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 80 წლის ექიმი დააკავა

06 აგვ 202212:05
3 წუთის საკითხავი
clock 1044

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა 80 წლის ექიმი, რომელმაც  კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, კლინიკის დირექტორის მკვლელობა სცადა. 

კერძოდ: განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1942 წელს დაბადებული თ.ბ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი, 1972 წელს დაბადებული გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა