
ამერიკის შტატ პენსილვანიაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველმა აღმოაჩინა, რომ დაღუპულები მისი ოჯახის წევრები არიან.
შტატის პოლიციამ 6 დაღუპულის იდენტიფიცირება უკვე მოახდინა, რაც შეეხება ბავშვებს, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ მათი ასაკი - ყველაზე პატარა 5 წლის არის, ყველაზე დიდი კი 7. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წინასწარ მონაცემებით ხანძარი სახლის ვერანდაზე გაჩნდა. 3 ადამიანმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო.
მეხანძრე გაროლდ ბეიკერმა Associated Press უთხრა, რომ დაღუპულებს შორის არიან: მისი ორი შვილი (19 და 22 წლის), რძალი (47 წლის), სიძე, სიმამრი (79 წლის), 3 შვილიშვილი და 2 ნათესავი.