logo
ENG



ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაბომბვის გამო რადიაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს - უკრაინა

06 აგვ 202221:54
3 წუთის საკითხავი
clock 764
2022/08/06/raxo6g7fxkuljrs.png

უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის ცნობით, 5 აგვისტოს ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ახლა შესაძლოა რადიაციისა და უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით მუშაობდეს, გარდა ამისა შესაძლოა, ოკუპანტებს დაენაღმათ სადგურის ტერიტორია.

გამოცემა Insider-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი სამხედროების სატვირთო მანქანა სადგურის ტერიტორიაზე შედის და სამხედრო ტვირთს ტოვებს.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სადგურის ტერიტორიაზე ამჟამად დაახლოებით 500 რუსი სამხედრო იმყოფება და აქვთ სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის ჯავშანტექნიკა, საზენიტო დანადგარები და რადიოქიმიური დაზვერვის აღჭურვილობა.წყარო ადასტურებს, რომ რუსებმა დანაღმეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ენერგოატომის ცნობით, სადგურის უკრაინელი პერსონალი ამ პირობებშიც განაგრძობს მუშაობას და ყველაფერს აკეთებს, რათა დარწმუნდეს, რომ სადგური უსაფრთხოდ მუშაობს და რადიაციის რისკები არ არსებობს.

5 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ესროლეს.

ენეგოატომის ინფორმაციით, სულ სამი გასროლა დაფიქსირდა. სადგურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაშისტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ავტოტრანსფორმატორი.


close დახურვა