logo
ENG



ბულგარეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს

07 აგვ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/07/wu64uljn8p4w7bn.jpg

ბულგარეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს. 

შეზღუდვა ბულგარეთში ქონების მფლობელებსაც შეეხებათ. 

ინფორმაცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციამ გაავრცელა. 

ბულგარეთის საკონსულომ მათ აცნობა, რომ გადაწყვეტილება "ამჟამინდელი საგანგებო სიტუაციის გამო" მიიღეს. 

მანამდე, 5 აგვისტოს, რუსეთმა ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების 14 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 

თავის მხრივ, რუსეთის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ბულგარეთიდან 70 რუსი დიპლომატის და დიპლომატიური სამსახურების ტექნიკური პერსონალის გაძევება. 

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა საკონსულომ ბულგარეთის ქალაქ რუსეში მუშაობა შეაჩერა. ბულგარეთის გენერალური საკონსულო დროებით დაკეტილია ეკატერინბურგში.


close დახურვა