logo
ENG



რუსეთში პირველი არხის ყოფილი რედაქტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

10 აგვ 202213:02
3 წუთის საკითხავი
clock 909
2022/08/10/y4vsd29n8bsybsp.jpg

რუსული პირველი არხის ყოფილი რედაქტორის, მარიან ოვსიანიკოვას წინააღმდეგ "ფეიკების" გავრცელების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საუბარია რუსეთის შეიარაღების შესახებ ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, რომლის შესახებ კანონიც რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.

რა გახდა საქმის აღძვრის საბაბი - უცნობია. ორგანიზაცია OVD-info ოვსიანიკოვაზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს დილით მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მანამდე პირველი არხის ყოფილი რედაქტორი რუსული არმიის "დისკრედიტაციის" საქმეზე ორჯერ დააჯარიმეს. პირველ ჯერზე მიზეზი სასამართლოში მისი გამოსვლა გახდა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავეს. მეორედ კი მას ჯარიმა ფეისბუქზე ომის საწინააღმდეგო პოსტების გამო შეუდგინეს.

ჟურნალისტი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც 14 მარტს პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო პერფორმანსი გამართა. ტელეწამყვან ეკატერინა ანდრეევას ზურგს უკან მან გაშალა ბანერი "NO WAR [არა ომს]. შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ. Russians against war [რუსები ომის წინააღმდეგ]".

არასანქცირებული საჯარო ღონისძიების გამართვისთვის ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს. ამის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და სამუშაო გერმანიაში გადავიდა. ივლისის დასაწყისში ოვსიანიკოვა რუსეთში დაბრუნდა, რაც ოჯახური მდგომარეობით და კონტრაქტის დასრულებით ახსნა.


close დახურვა