logo
ENG



ესტონეთი შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს 

11 აგვ 202214:58
3 წუთის საკითხავი
clock 863

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხურავს. 

"ერთი კვირის შემდეგ, ესტონეთის მიერ გაცემულ შენგენის ვიზებზე სანქცია გავრცელდება. შეზღუდვები დაწესდება [რუსეთიდან] ვიზის მფლობელებზე, მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ."- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, აეკრძალათ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტურისტული ვიზების გაცემა.

 

close დახურვა