logo
ENG



გურჯაანში 1969 წელს დაბადებული კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

14 აგვ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 

გურჯაანში 1969 წელს დაბადებული კაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულია მ.ჩ, რომელმაც, გამოძიების თანახმად,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ კაცს- 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა