logo
ENG



ზელენსკი: რუსეთის შემოჭრის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მლრდ დოლარს კარგავს

17 აგვ 202200:01
3 წუთის საკითხავი
clock 578
2022/08/17/kd1bd58wglke2n5.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რატომ არ გამოაცხადა უკრაინის მთავრობამ განგაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გამოცხადებამდე. ამის შესახებ მან Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ დააკონკრეტა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკა ყოველთვიურად 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს.

"თუ ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებდით, ეს კი ზოგიერთ ადამიანს სურდა, რომლებსაც არ დავასახელებ - მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან, თვეში შვიდ მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როდესაც რუსები ნამდვილად დაგვესხნენ თავს, ისინი ჩვენ სამ დღეში აგვიღებდნენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მთავრობას მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ რომ გაეფრთხილებინა, მაშინ ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა.

"არ გეტყვით, ვინ მოიფიქრა ეს, მაგრამ საერთო ჯამში, სწორი იყო - რუსეთის შემოჭრამდე ხალხში ქაოსი რომ დაგვენერგა, რუსები გადაგვყლაპავდნენ, რადგან ქაოსის დროს ხალხი ქვეყნიდან გარბის", - ამბობს ზელენსკი.


close დახურვა