logo
ENG



ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემასაც წყვეტს

17 აგვ 202222:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/17/4thyshm472moo4f.png

მას შემდეგ, რაც ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნის ვიზების გაცემა შეწყვიტა, მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს შენგენის ტურისტული ვიზების გაცემაც. 

გადწყვეტილება 18 აგვისტოდან ამოქმედდება. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება გასულ კვირას იქნა მიღებული. 

გარდა ამისა, ესტონეთში ვერ შევლენ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებსაც უკვე აქვთ შენგენის მათივე საკონსულოს მიერ გაცემული ვიზები. როიტერის ინფორმაციით, ასეთი რუსეთის დაახლოებით 50 ათასი მოქალაქეა. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ასევე შეწყვეტს რუსეთის მოქალაქეებისგან საბუთების მიღებას სტუდენტური, სამუშაო და საქმიანი ვიზებისთვის.

გამონაკლისი შეეხება რუს სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ესტონეთში - მათ შეეძლებათ, ვიზა 1 წლით გაახანგრძლივონ იმ შემთხვევაში, თუ სწავლას სწორედ ამ 1 წელიწადში ასრულებენ..


close დახურვა