logo
ENG



ადვოკატი: ლაშა ნაკაიძე ამბობს, რომ შოკშია და ვერ ხვდება, რა ხდება

17 აგვ 202222:45
3 წუთის საკითხავი
clock 1366
2022/08/17/0o84m0xhvndcdab.jpg

ქალის მიმართ მუქარაში, ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ლაშა ნაკაიძის ადვოკატი ამბობს, რომ ტელეწამყვანი "შოკშია და ვერ ხვდება, რა ხდება". 

ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის თქმით, ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. 

"არ სურს, ვინმესთან რამე განმარტება რომ ვთქვა. შეუთვალა საზოგადოდ ყველას: "ვინც იცნობს ლაშა ნაკაიძეს, ყველამ იცის, რომ მე არ ვარ მოძალადე". 

რას შეიძლება აღიარებდეს - ლაშა ნაკაიძე მოძალადე - გამორიცხულია". - თქვა მან. 

ლაშა ნაკაძე სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურამ  მას ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით წარუდგინა. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.

ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნაკაიძეს ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ყავდა. მან გათავისუფლება მას შემდეგ მოახერხა, რაც კაცს ჩაეძინა. 

ლაშა ნაკაძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანი იყო. მისი დაკავების შემდეგ ტელეარხმა განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, ხოლო ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს. მათივე ცნობით, პოლიციას ამავე ტელეკომპანიის თანაშრომელმა მიმართა. 


close დახურვა