logo
ENG



თურქული მედია: ერდოღანი ზელენსკის პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს

18 აგვ 202214:05
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვივში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდება.

თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანი გეგმავს, ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზება შესთავაზოს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერდოღანი აპირებს უკრაინის პრეზიდენტთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბროს. ამასთან, ის მზადაა, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლაშიც მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, ასევე, დონეცკის მახლობლად, სოფელ იელენოვკაში უკრაინული სამხედრო ტყვეების საპატიმროს დაბომბვა.

უკრაინის ქალაქ ლვივში დღეს, 18 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ლვივში გუშინ, 17 აგვისტოს ჩავიდალვივის შემდეგ ანტონიო გუტიერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ პორტს მოინახულებს. 


close დახურვა