logo
ENG



მორიგი ავარია თურქეთში - დაღუპულია 19 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

21 აგვ 202200:02
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც, ხოლო 8 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო ავტომობილი მსუბუქ მანქანას დაეჯახა და ამოყირავდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში კიდევ ერთი ავარია მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.


close დახურვა