logo
ENG



შსს: ონის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან ხელყუმბარა აღმოვაჩინეთ, დაწყებულია გამოძიება

21 აგვ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოაჩინეს სავარაუდოდ საბრძოლო მასალა F-1-ის ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა.

უწყების ცნობით, პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

კერძოდ, გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა F-1-ის ტიპის მსგავსი, "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.

შსს-ის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა