logo
ENG



პუტინის მოკავშირე ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

24 აგვ 202213:36
3 წუთის საკითხავი
clock 716
2022/08/24/m9rexe6sgfb9me7.jpg

რუსეთის პრეზიდენტის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტი ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ლუკაშენკო უკრაინას "მშვიდობიან ცას, ტოლერანტობას, სიმამაცეს, ძალასა და ღირსეულის ცხოვრების აღდგენაში წარმატებებს" უსურვებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ დაანგრევს ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან საფუძველს", - ამბობს ლუკაშენკო.

არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომ უკრაინის მიმართულებით რუსული არმია ბელარუსის მხრიდან უტევდა. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია სამხედრო აეროდრომები და პოლიგონები, რომლებსაც უკრაინის ქალაქების დაბომბვისთვის იყენებდნენ.

ამიტომაც უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლურ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ბელარუსი კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა, რომელიც რუსეთს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ ბელარუსსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რუსეთის მსგავსად სანქციებს უწესებენ. 

ლუკაშენკო ამართლებდა კრემლის ქმედებებს უკრაინაში და ამტკიცებდა, რომ ბელარუსზე თავდასხმა მზადდებოდა.


close დახურვა