logo
ENG



საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 აგვ 202217:57
3 წუთის საკითხავი
clock 846
საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. 

დღეს, 24 აგვისტოს, ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს. 

"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი". - ყვიროდა თავდამსხმელი.

მომხდარზე რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა.

შემთხვევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.


close დახურვა