logo
ENG



ქართული ოცნების თავდასხმა აშშ-ის ელჩზე

24 აგვ 202220:56
3 წუთის საკითხავი
clock 705

ქართული ოცნება ამერიკის ელჩზე თავდასხმას არ წყვეტს. არასამთავრო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების საკითხის საბაბით ხელისუფლება კვლავ უტევს დიპლომატს. საინტერესოა, რომ ამ ფონზე ელჩმა დღეს დედაქალაქის მერმა დეგნანთან ერთად ერთ-ერთი ობიექტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების შემდეგ იქვე კალაძემ ისფედს თაღლითობაში დასდო ბრალი. ისფედია ის ორგანიზაცია, რომლის გავლით ესხმიან თავს დეგნანს. პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა ელჩმაც ISFED ეს არის პატივცემული და გამოცდილი სადამკვირვებლო ორგანიზაცია - იმის თქმა, რომ ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა. შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციას საარჩევნო ჯგუფში მუშაობის საშუალება არ მისცა.  


close დახურვა