logo
ENG



adjaranet აცხადებს, რომ adjaranet.to მათ არ ეკუთვნით

26 აგვ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/824eo0wzmln5shl.jpg

adjaranet აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში ახლახან გამოჩენილი ვებგვერდი - adjaranet.to, სადაც პირატულად მოპოვებული ფილმებია განთავსებული, მათ არ ეკუთვნით.

ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ Tiktok გვერდზე განაცხადა.

„ეს საიტი, რაც გავრცელდა - adjaranet.to ჩვენ არ ვართ და სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით, ასე რომ, დროებით“  - აცხადებს adjaranet-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ქართულენოვანმა არალეგალურმა პლატფორმამ, სადაც მომხმარებელს ფილმების ყურება უფასოდ შეეძლო, მათ შორის Adjaranet, Imovies, მუშაობა შეწყვიტა.

ამ ვებგვერდებზე შესვლისას გვხვდება განცხადება "საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია". კომპანიებს საიტების გაჩერების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. 

25 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ დაადასტურა, რომ იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, მიმართეს, გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან.

მათივე თქმით, იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც, მათივე განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით.


close დახურვა