logo
ENG



"ნაჩქარევად იქნა მიღებული, გადახედვას საჭიროებს" - ვენეციის კომისია მოსმენების კანონზე

26 აგვ 202222:04
3 წუთის საკითხავი
 

მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.

ე.წ. მოსმენების კანონი ქართულმა ოცნებამ ივნისში მიიღო და პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.

ვენეციის კომისია რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის რაციონალური, გამჭვირვალე და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფისთვის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები ჩაატაროს.  კომისია აღნიშნავს, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებებისთვის დანაშაულთა სიის გაფართოებისთვის კანონპროექტი დამაჯერებელ დასაბუთებას საჭიროებს, ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივებასა და პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებით.

ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. 

 


close დახურვა