logo
ENG



ბორელი: ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ

29 აგვ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთხმად მხარი დაუჭირონ ყველა რუსისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებას.

"არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება.

ვფიქრობ, განსახილველია ის საკითხი, რომ ვიზები რუსების ნაწილმა უნდა მიიღოს და არა ოლიგარქებმა, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ," - თქვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


close დახურვა