logo
ENG



CNN: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს

29 აგვ 202223:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/29/0thup0dlkr9wcgg.jpg

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო.

"ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ...ვნახოთ, როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი - ხერსონია"- განაცხადა მან.

წყაროს ცნობით, გათავისუფლებული სოფლებია: ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.

მისივე ინფორმაციით, "ბევრი ოკუპანტი დაიღუპა და ტყვედ ჩავარდა, რუსული ტექნიკა კი განადგურებულია".

დღეს, 29 აგვისტოს, "კახოვკას" ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

"კახოვკას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია,  ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს.


close დახურვა