ქართული ოცნება ნინო ლომჯარიას შემცვლელის დასახელებას თავად არ აპირებს. მმართველმა პარტიამ სამუშაო ჯგუფის შექმნა დააანონსა და აქვე ოპოზიციის საბოტაჟი ახსენა. ვინ შევა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ომბუდსმენის კანდიდატურას, მინიმუმ შვიდს შეარჩევს, უცნობია. ქართული ოცნების მიერ დღეს დასახელებული შერჩევის წესი და კრიტერიუმები ბუნდოვანია ოპოზიციისთვის, რომელიც წინასწარ აცხადებდა, რომ მისი ნდობა სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატურას ექნება.
ომბუდსმენის შერჩევა-არჩევის წესი - ვინ შეცვლის ლომჯარიას?
31 აგვ 202220:26
3 წუთის საკითხავი