logo
ENG



მერი: რუსი ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ, არიან დაშავებულები

01 სექ 202210:28
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოკუპანტები ენერგოდარს დილიდან ბომბავენ, არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე დმიტრი ორლოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"დილის ხუთი საათიდან არ წყდება ქალაქის დაბომბვა ნაღმმტყორცნებით. ისმის სროლის ხმა", - ამბობს მერი.

ორლოვის ინფორმაციით, ცნობილია, რომ ოკუპანტებმა იერიში რამდენიმე სამოქალაქო ობიექტზე მიიტანეს, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ცნობისთვის, სწორედ ენერგოდარში მდებარეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, სადაც დღეს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფმა ვითარების შესწავლა უნდა დაიწყოს. 

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიეს ატმურ ელექტროსადგურზე გუშინ ჩავიდა. 

25 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის ცნობით, ოკუპანტების ქმედებების შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისტორიაში პირველად ქვეყნის ელექტროქსელიდან სრულად გაითიშა. 

ენერგოატომის ცნობით, ცეცხლი თბოელექტროსადგის მდებარე ფერფლის გროვებს გაუჩნდა, რომლების ზაპოროჟიეს რეაქტორის კომპლექსთან მდებარეობს. შედეგად კი დაზიანდა ის ელექტროხაზები, რომელიც სადგურს ელექტრო ქსელთან აკავშირებდა.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ქვეყანაში მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის 20%-ზე მეტს გამოიმუშავებდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა  მოხდება".


close დახურვა