logo
ENG



ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

01 სექ 202211:09
3 წუთის საკითხავი
clock 946
2022/09/01/36kakqbqdxft99m.jpg

ლუკოილის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და პირველი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. რავილ მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეექვსე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც გამოცემა კომერსანტი წერს, არსებობს ვარაუდი, რომ ავადმყოფობის გამო მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოცემა RBK წერს, რომ ინციდენტი 07:30 საათზე მოხდა. წყარო ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია მუშაობს.

რავილ მაგანოვმა ლუკოილში 1993 წელს ნავთობის მოპოვების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს ის პირველ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, 2020 წელს კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.


close დახურვა